მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს - მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ - დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ახალი „მაგნიტსკის სიის“  შედგენაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს სთხოვს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.

სააკაშვილის ბრაუდერისთვის გაგზავნილი წერილი მესამე პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ძვირფასო ბილ, მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ცნობილი „ტვიტისთვის“. მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი [მოკლეს], მაგრამ ბევრად უფრო ცხადად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის წინასწარ შედგენაში, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც პუტინის უძლეველობის მათეულ რწმენასთანაა დაკავშირებული. თუმცა მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედი ისაა, რომ მის სიკვდილამდე ვიცოცხლო. ამასობაში, ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული არამზადები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას.

გთხოვთ დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობით, მებრძოლი სულითა და ფართო კონტაქტებით“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს