შალვა პაპუაშვილი EPP-ზე - ერთი რეაქციაც არ ჰქონდათ იმაზე, რომ მათი წევრი პარტიის ლიდერები ოპონენტი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ოჯახში მიუვარდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ლიდერები ადამიანს ოჯახში მიუვარდნენ - წინა სახალხო დამცველი დუმილს ინარჩუნებდა, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეს დამოკიდებულება საბედნიეროდ აღარ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც შეაფასა სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა და კონკრეტული პირისადმი კრიტიკული განცხადების ადრესატად მათი არასრულწლოვანი შვილების მოხსენიებააა დაგმობილი.

პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატის დღევანდელი განცხადება მისასალმებელია.

„ჩვენ ორი დღის წინ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ლიდერები ადამიანს ოჯახში მიუვარდნენ. ფაქტობრივად შეეცადნენ დაეწიოკებინათ მისი შვილები, ოჯახის წევრები, სამეზობლო. დღეს ვნახე სახალხო დამცველის აპარატის განცხადება და ძალიან გამეხარდა, რომ განსხვავებით იმ სამწუხარო პრაქტიკისგან, რომელიც წინა სახალხო დამცველს ჰქონდა დამკვიდრებული, რომ ის დუმილს ინარჩუნებდა, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამბობდა, რომ თუკი თქვენ პოლიტიკაში ხართ, ახია თქვენზე, აი ეს დამოკიდებულება საბედნიეროდ აღარ არის. მივესალმები სახალხო დამცველის აპარატის დღევანდელ განცხადებას, სადაც ფაქტის ღიად დაგმობაზეა საუბარი. ადამიანზე, მის ოჯახზე, შვილებზე შეხება, ნიშნავს შეხებას მის პატივზე, მის ღირსებაზე, მის ადამიანურობაზე და ეს, რა თქმა უნდა, დაგმობილი უნდა იყოს და ვინ თუ არა სახალხო დამცველი უნდა იყოს ის ინსტიტუტი, ვინც ამას დაგმობს.

ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ ძალა, რომელიც არის ევროპული სახალხო პარტიის ოჯახის წევრი. ევროპული სახალხო პარტია, რომელიც ევროპული პარტიების ერთ-ერთი ძლიერი გაერთიანებაა და მისი წევრი პარტია, რომელსაც ევროპული სახალხო პარტია ხშირად ექომაგება და საკუთარი დაცვის ქვეშ მოაქცევს ხოლმე, ერთი რეაქციაც კი არ ჰქონდათ იმაზე, რომ მათი წევრი პარტიის ლიდერები ოპონენტი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ოჯახში მიუვარდნენ. როდესაც ასეთი რეაქცია საერთოდ არ მოჰყოლია ამ ამაზრზენ ფაქტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან ხშირია კრიტიკის ადრესატების არასრულწლოვანი შვილების მიმართ საზიანო ფრაზების სოციალურ ქსელში გავრცელება თუ ქმედებები, რაც პოლიტიკური კულტურის ნაკლოვანებაზე მიუთითებს“.

„განსაკუთრებით დამაზიანებელია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა და კონკრეტული პირისადმი კრიტიკული განცხადების ადრესატად მათი არასრულწლოვანი შვილების მოხსენიება, ბავშვებისთვის შეურაცხმყოფელი, მათთვის საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენება და მატრავმირებელი ქმედებებისთვის მიმართვა.

აღნიშნული არა მხოლოდ აზიანებს არასრულწლოვნის ემოციურ მდგომარეობას, არამედ შეიცავს რეალურ საფრთხეს და შესაძლოა, ბავშვის მიმართ ჩაგვრაც წაახალისოს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს, რადგან გაცილებით მაღალია მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების საზოგადოების მხრიდან გაზიარების ალბათობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 6 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა