ირაკლი ზარქუა - ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება

ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მათი წესებით უნდა იმუშაოს.

ზარქუა კუბილიუსის განცხადებას, შანტაჟად და მუქარად აფასებს და აცხადებს, რომ „ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერც განიხილავს".

„მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ის შანტაჟი და მუქარა, რაც ბატონმა კუბილიუსმა გამოუცხადა საქართველოს, ესეიგი თუ კუბილიუსების, ფოტიგების, გრეგოროვების თამაშის წესებით არ იმუშავებს საქართველო, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით და ჩვენთან მიუხედავად სტატუსის, დამსახურებისა თუ დაუმსახურებლობისა, თუ დააშავებ, აგებ პასუხს, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფვით. ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერც განვიხილავ. გონივრული ეჭვია, რომ ესენი არიან ფასიანი ლობისტები. იცით, 6 ევროპარლამენტარი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ყოველდღიურად მიდის დაკავებები და არ გამოვრიცხავ ეს დაკავებები გაგრძელდეს, რადგან ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ეს ევროპარლამენტარები, როცა პირიქით უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისკენ და როცა ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, ძალიან გაგვიჭირდება ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ეს არის კანონის უზენაესობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარები, ხოლო ის, ვინც საქართველოს ელაპარაკება ულტიმატუმის ენით, კრიმინალს, ერთ დამნაშავეს ევროპულ ინტეგრაციასთან აიგივებს, ის ჩემთვის არ არის საქართველოს მეგობარი, არც ევროპარლამენტარი, ის არის ჩვეულებრივი ერთი ფასიანი ლობისტი "ნაციონალური მოძრაობის", - განაცხადა ზარქუამ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ