სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირისგან დავალება აქვს მიცემული რა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, რეალობა ისაა, რომ ამ დავალებიდან დღეს ფაქტობრივად შესრულებული არაფერია

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ თამაშობს იმ წესებით, რაც ევროკავშირშია დამკვიდრებული.

სამადაშვილმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მკაფიო გზავნილი აქვთ საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ ვერ მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუ ევროკავშირის თამაშის წესებით არ ითამაშებს.

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ამ განცხადებაში ახალი არაფერია.

„ევროკავშირმა დაუწესა საქართველოს პირობები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ "ქართულ ოცნებას" უთხრეს, თქვენ არ თამაშობთ იმ წესებით, რომელიც ევროკავშირში არის მიღებული. იმისთვის, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ, ამ წესებით თამაშობთ, შესაბამის პირობებს გიწესებთ. ეს პირობები თუ შესრულდება, მაშინ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებთ. ამიტომ, არაფერი ახალი კუბილიუსის განცხადებაში არ არის. ევროკავშირს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები აქვს, რომელსაც ქვეყანა თუ არ აკმაყოფილებს, ის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვერ გახდება. „ქართულ ოცნებას“ დავალება აქვს მიცემული რა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ ამ დავალებიდან დღეს ფაქტობრივად არაფერია შესრულებული. ვითარება იგივე რჩება", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან შესრულებული არაფერი აქვს.

„მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა არ უქმნის დღეს გამოწვევას იმას, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. პრობლემას ქმნის სასამართლო სისტემა, კორუფცია, მედიასთან არსებული ვითარება, ძალიან გრძელი ჩამონათვალია, რაც "ქართულ ოცნებას" უნდა გაეკეთებინა და დღემდე გაკეთებული არ აქვს”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას