გიორგი მარგველაშვილი - ნაკლებად მახსენდება რეზოლუციით შეცვლილი პროცესები - რეზოლუცია არის მათთვის, ვისთვისაც ღირებულია ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია, მმართველ გუნდში ასეთ სენტიმენტებს ვერ ვხედავ

ნაკლებად მახსენდება რეზოლუციით შეცვლილი პროცესები, - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიღებული რეზოლუცია.

როგორც მეოთხე პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რეზოლუცია არის მათთვის, ვისთვისაც ღირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.

„ნაკლებად მახსენდება რეზოლუციით შეცვლილი პროცესები. არც მაქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“, როდესაც ასე ღრმად შევიდა ანტიევროპული სახელმწიფოს, ანტიქართული სახელმწიფოს, პრორუსული სახელმწიფოს მშენებლობაში, რეზოლუცია რამეს შეცვლის. რეზოლუცია არის მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რაღაც ღირებულებები. ვისთვისაც ღირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. დიდი ხანია, ვერ ვაკვირდები მმართველ გუნდში ასეთ სენტიმენტს.

რეზოლუცია შეიძლება იყოს წინაპირობა , იმათთვის, ვინც რეალური ძალის მატარებელია და ასეთი არის ორი: ერთია ქართული საზოგადოება, რომელმაც ტრაგედია არ უნდა დაუშვას; მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობის ის აქტორები, რომლებიც წარმოადგენენ ძალის ცენტრებს.

არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილისთვის ან მისი ნების შემსრულებლებისთვის ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანია. როდესაც მეორე მხარეს ამოქმედებულია რუსეთის ძალისმიერი ბერკეტი, ამის დაბალანსება რეზოლუციებით არ ხდება. ამის დაბალანსება ხდება რუსეთზე ათასზე ძლიერი ძალის ცენტრებიდან. ამ რეზოლუციების და პოლიტიკოსების უკან დგას, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა და ასევე ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე თუ რას შეცვლის პერსონალური სანქციები ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის, მარგველაშვილის განმარტებით, სანქციები არ ნიშნავს მხოლოდ ფულის გაყინვას და ხელისუფლების ცვლილებას.

მისი თქმით, რეზოლუცია არის ივანიშვილის გაფრთხილება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესთან მიმართებაში.

„მარტო სანქციებზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი ძალაუფლების ცენტრებიდან გაშვებულ კონკრეტულ გზავნილებზე და არა ფულის გაყინვაზე, არამედ უფრო მეტი პოზიციის დაფიქსირება. ვსაუბრობ ივანიშვილის გაფრთხილებაზე სააკაშვილის სიცოცხლესთან მიმართებაში. არ ვლაპარაკობ, რომ აუცილებლად ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს დაანონსებული. ხელისუფლების ცვლილება შეიძლება ხანგრძლივი თამაშის თემა იყოს, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბება და ასეთი ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბების გარეშე, საერთაშორისო პარტნიორები არ შედიან ამ პროცესში. ამ რეზოლუციას შეიძლება ეს ფასი ჰქონდეს, რომ საჯაროდ ეს ითქმის, ხოლო არასაჯაროდ მიცემულია ბევრად უფრო ნათელი გზავნილები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ასევე შეაფასა, ევროპარლამენტარების მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილის შეიწყალოს.

მარგველაშვილის შეფასებით, შეწყალებაზე ბევრად უფრო ადეკვატური, პოლიტიკურად დაბალანსებული მექანიზმი არსებობს.

მისი თქმით ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბრალის გადავადება.

„ეს მექანიზმი იმით არის კარგი, რომ შენ არ შედიხარ იმის განსჯაში, რომ ადამიანი დამნაშავეა თუ არა, არ შედიხარ პოლიტიკურ კონტექსტში, არ ახორციელებ მართლმსაჯულებას, არამედ ახორციელებ შეწყალების ყველაზე ბუნებრივ აქტს, რომელიც არის ჰუმანიზმი. სასჯელის გადავადება, შეწყალების მექანიზმის ნაწილია. არა ერთხელ გამომიყენებია ეს მექანიზმი, ყოველგვარი კითხვის გარეშე. ადამიანები რომლებიც ძალიან მძიმე დანაშაულებს აღიარებდნენ, იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის მიხეილ სააკაშვილი, მათთვის სასჯელი გადამივადებია. სასჯელის გადავადება არ გულისხმობდა დანაშაულის პატიებას.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასჯელის გადავადება, გამორიცხავს ამ ადამიანის რამე სხვა საქმეზე მსჯავრდებულად ყოფნას. არა სასჯელს აუქმებ, არამედ მსჯავრდებულობას აუქმებ, როგორც მდგომარეობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა