ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე -  ასეთი გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა

საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ფაქტია. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, დარწმუნებულები ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად უფრთხილდებოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ კეთდებოდა აქცენტი კონკრეტულ ევროპარლამენტარებზე, თუმცა, მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ნათელი გახდა საზოგადოებისთვის ევროპარლამენტის სისტემური პრობლემა.

„ამ შემთხვევაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს: ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და პირდაპირ ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლოს რაც ხდებოდა: გადაიცემოდა ხოლმე სსრკ-ის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა ევროპარლამენტში დღესაც და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაშიც, რაც კატასტროფაა,“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუციის ცვლილებების ინიციატორმა ევროპარლამენტარებმა კარგად იციან არსებული რეალობა, თუმცა, ისინი შეგნებულად მფარველობენ კონკრეტულ დამნაშავეებს, პოლიტიკური ინტერესის გამო.

მისი თქმით, რაც შეეხება ანდრიუს კუბილიუსის მიერ გაკეთებულ განცხადებას - „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ - კობახიძის შეფასებით, კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრება არა ევროკავშირის ან „ევროპის სახალხო პარტიის“, არამედ გლობალური ომის პარტიის სახელით.

„მთავარია ქართული საზოგადოება რას როგორ აღიქვამს. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს და ამ ცვლილებების ინიციატორებს, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან: ისინი შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეს, დამნაშავეებს, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. როდესაც დღეს ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი, კუბილიუსს ვგულისხმობ, საუბრობდა იმაზე, რომ მათი წესებით უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, ის საუბრობდა სინამდვილეში არა ევროკავშირის და ევროპარლამენტის სახელით, ის საუბრობდა, თავისი პარტიის სახელით და ეს არ არის „ევროპის სახალხო პარტია“ - ეს არის გლობალური ომის პარტია. ის სწორედ ამ გლობალური ომის პარტიის სახელით გვესაუბრებოდა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს სერიოზული გავლენა ევროპარლამენტზე, იმდენად სერიოზული, რომ ისინი ახერხებენ კონკრეტული ჩანაწერების გატანას რეზოლუციებში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ "ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა". ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის.

რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, ისინი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.

რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა