სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი რამის შეეშინდება - ქართველი ხალხისგან მძლავრი, ერთიანი პოზიციის, სხვა არაფრის ეშინიათ, ანგარიშს არვის უწევენ - ეს არის რუსული ძალა

არაფერზე იხევენ უკან, პირდაპირ, რუსულ, კრემლში დაწერილ კანონებს იღებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ კანონპროექტს კანონად აქცევს.

„უკან არაფერზე იხევენ, დაახლოებით, ერთი წლის წინაც ვამბობდით, ასეთ კანონზეც უარს არ იტყვიანო, ზუსტად ამ გეგმით მიდიან, არაფერზე იხევენ უკან, პირდაპირ, რუსულ, კრემლში დაწერილ კანონებს იღებენ. რუსეთს უმტკიცებენ - თქვენიანები ვართო. რუსეთი უზარმაზარ შავ ფულს დებს ე.წ. პრორუსულ, ვითომ ცალკე ძალებში - ბიძინას ძალა, თუ „ხალხის ძალა“ რომ გამოყვეს, იქით ვიღაც ხაინდრავები, მოროშკინები და ა.შ. არიან. ქართველი ხალხის უმეტესობა, 80% ამბობს, რომ რუსეთი არ გვინდა. ევროკავშირი, დასავლეთთან მეგობრობა, ნატო, ევროპული განვითარება, დემოკრატია და ა.შ. გვინდა.

უკან არაფერი წაუღიათ, პირიქით, რუსულ კანონს იღებენ, ამის ფონზე უმტკიცებენ რუსეთს, მართალია, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება ვერ შევცვალეთ, მაგრამ მოდი, ამ კანონს მივიღებო. ამ კანონის შემოღების შემდეგ, რუსეთში რა მოხდა? დღეს, არც ერთი უფლებადამცველი, არც ერთი ორგანიზაცია, არც ერთი თავისუფალი მედია არ არის, ინტერნეტიც კი გაფილტრულია, იმავეს აკეთებს აქ ივანიშვილი, ოღონდ, უფრო ფორსირებულად. [„ქართული ოცნება“] ისეთ ნაბიჯებს დგამს, დასავლეთის მხრიდან პირობები კიდევ ემატება, ამატებენ და ამატებენ პირობებს. შარშან, როცა შანსი გაჩნდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს არ მომხდარიყო, სასწრაფოდ გვარამია დაიჭირეს, ორი მნიშვნელოვანი კანონი, რომელზეც ეუბნებოდნენ, არ მიიღოთო, ერთი მიიღეს სასწრაფოდ, მეორეზე პრეზიდენტის ვეტო სასწრაფოდ დაძლიეს, რასაც ეუბნებიან, ყველაფერს პირიქით სასწრაფოდ ცვლიან, რომ ვიღაცამ არ გაიფიქროს, კანდიდატის სტატუსი მივცეთო. უკან დახევას ნუ დავარქმევთ, ამ რუსულ კანონს მიიღებენ, რა შუაშია ამერიკული? ეს კანონია იმისთვის, რომ დასავლეთი აღარ დაგვეხმაროს, არც ინფრასტრუქტურა გაკეთდეს, არც კულტურული ძეგლები ამუშავდეს, არც სოფლის მეურნეობის პროგრამები დაფინანსდეს. ყველაზე დიდი დახმარება ვისგან მივიღეთ, თუნდაც კოვიდის დროს? - დასავლეთისგან. დავივიწყოთ, რომ „ქართული ოცნება“, ან ბიძინა ივანიშვილი ანგარიშს გაუწევს შეერთებულ შტატებს, ან სხვა ჩვენ ევროპელ პარტნიორებს. შეიძლება, რამდენიმე თვეში, ამ ეთერშიც ვეღარ შევხვდეთ, ან მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოიწვიოთ, რადგან ჩვენი მოწვევა აგიკრძალონ. „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი რამის შეეშინდება - ქართველი ხალხისგან მძლავრი, ერთიანი პოზიციის, სხვა არაფრის ეშინიათ, არავის ანგარიშს არ უწევენ, ეს არის რუსული ძალა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს