19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გიორგი ვაშაძე - დღევანდელ რეალობაში ყველაზე დიდი „ფეიკი“ არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში

დღევანდელ რეალობაში ყველაზე დიდი „ფეიკი“ არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ის მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშზე „ქართული ოცნების“ შეფასებებს, რომ ის „ფეიკზეა" დაფუძნებული და შესაძლოა, პარტნიორების გააქტიურება განპირობებული იყოს იმითაც, რომ მათზე სააკაშვილს რაღაც აქვს სათქმელი. აღნიშნულს ვაშაძემ "ფე-ეს-ბეს" და "კაგებეს" შეთქმულების თეორია და მესიჯბოქსი უწოდა.

„კაგებე"- "ფე-ეს-ბეს ამოცანას ასრულებს პირადად კობახიძე, ღარიბაშვილი, რატი „დოქსოპულო" და სხვა ადამიანები. რაც მთავარია, არ ჩანს მაგრამ მთავარ დავალებას ასრულებს ივანიშვილი.

ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში ყველაზე დიდი "ფეიკი" არის "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს. რაც შეეხება 27 ქვეყნის ერთსულოვან დემარშს, რომელიც არის უპრეცედენტო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილიც, მესიჯიც, სილის გალაწუნებაც და ყველაფერი, მაგრამ ყველაზე სასაცილო და ამაზრზენი არის, როცა მეორე მხარეს გხვდება რატი "დოქსოპულო", აი რა განსხვავებაა რატისა და დოქსოპულოს შორის? მე განსხვავებას ვერ ვხედავ, ტოლობის ნიშანს ვსვამ, ეს ადამიანი იმდენად ეშხში შევიდა პოლიტიკური დავალებების შესრულების, რომ სახე დაკარგა,"- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა