ნიკა მელია - განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის

განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს თავისუფლებისთვის ერთობა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ავტორიტარული რეჟიმი ერთ დღეში არ მყარდება, მაგრამ დგება ერთი დღე, როდესაც ყველანი ავტორიტარულ რეჟიმში ვიღვიძებთ. დღეს ერთნაირად ვგრძნობთ და განვიცდით ყველა: ვინც 2012 წელსვე მივიჩნევდით „ქართულ ოცნებას“ რუსულად, ვინც 2016 წელს, 2020 წელს ან გუშინ გააცნობიერა, რომ ქვეყანა რუსულ კურსს კი არ ადგას, არამედ უკვე რუსეთშია.

გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი. დღეს, საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის - საქართველოს თავისუფლების გარშემო.

ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ - ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა, ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ, განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის. ძალა ერთობაშია!“, - წერს ნიკა მელია.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ნიკა მელია - განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის

განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს თავისუფლებისთვის ერთობა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ავტორიტარული რეჟიმი ერთ დღეში არ მყარდება, მაგრამ დგება ერთი დღე, როდესაც ყველანი ავტორიტარულ რეჟიმში ვიღვიძებთ. დღეს ერთნაირად ვგრძნობთ და განვიცდით ყველა: ვინც 2012 წელსვე მივიჩნევდით „ქართულ ოცნებას“ რუსულად, ვინც 2016 წელს, 2020 წელს ან გუშინ გააცნობიერა, რომ ქვეყანა რუსულ კურსს კი არ ადგას, არამედ უკვე რუსეთშია.

გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი. დღეს, საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის - საქართველოს თავისუფლების გარშემო.

ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ - ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა, ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ, განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის. ძალა ერთობაშია!“, - წერს ნიკა მელია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის