ნორმალურია, რომ ადამიანებს სცემენ, აფურთხებენ და დედის გინება ისმის დარბაზში და შენიშვნასაც არ აძლევთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დებოშს აწყობს?! - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ადამიანი რომ იგინება დარბაზში, გაწევ-გამოწევა ხდება, ქუჩაში არ ხდება ასეთი რაღაც და ეს ნორმალურია ახლა, რომ არც ადამიანი არ გაგყავთ და არც შენიშვნას არ აძლევთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დებოშს აწყობს? თუ მარტო ოპოზიციაა აქ დამნაშავე? ნორმალურია ეს? მართლა მაინტერესებს თქვენი პირადი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. ნორმალურია, რომ ადამიანებს სცემენ, აფურთხებენ და დედის გინება ისმის დარბაზში?“ - მიმართა დეკანოიძემ პაპუაშვილს.
პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში ბევრი არანორმალური რამ უნახავს.
„ქალბატონო ხატია, ამ დარბაზში სამწუხაროდ, ბევრი არანორმალური რამ მინახავს, მათ შორის, ყველას მხრიდან,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"