მიხეილ დაუშვილი - ე.წ. აგენტების კანონი არ არის ევროპული საქმის კეთება

ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით ჩვენ უცხოელი პარტნიორები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პირდაპირ და ცალსახად გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ევროპული საქმის კეთება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი კანონის მიღება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

„ასეთი კანონის მიღება, რომელიც იქნება უკუსვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც იქნება უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც იქნება შემაფერხებელი საქართველოს ევროინტეგრაციის და რომელიც იქნება, ასევე, ძალიან დიდი დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში, ერთადერთი ვის ინტერესებშიც შედის ეს არის რუსეთი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი სახელმწიფო. შესაბამისად, ამ კანონის მიღება და ამ კანონპროექტებისთვის მხარდაჭერა იქნება და არის ცალსახად პრორუსული საქმის კეთება“, - განაცხადა დაუშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში