ხათუნა სამნიძე - პოლიციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის დროშა ძალადობრივი მეთოდებით არ ჩამოეგლიჯათ

მაინტერესებს, როგორ არის ჩახრახნილი ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია პარლამენტის შენობის წინ, მე რომ ჯებირს მივუახლოვდე, რამდენიმე პოლიციელი აუცილებლად მოვა და შემაკავებს - ამჯერად პოლიციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის დროშა ასეთი ძალადობრივი მეთოდებით არ ჩამოეგლიჯათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

სამნიძე დარწმუნებულია, რომ ძალადობრივ ჯგუფებს საქართველოში "ქართული ოცნება" ახალისებს.

“ძალიან სამწუხაროა შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებსა და იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ქვეყნის ევროპულ კურსს ღიად ესხმიან თავს და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდიან, ტოლობის ნიშანს სვამს.

სამწუხაროა, როცა პაპუაშვილი დროშის გულში ფრიალზე საუბრობს, როდესაც პოლიტიკოსები კონკრეტული ნაბიჯებით და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ფასდებიან, რაც არც პირადად მისი და არც “ქართული ოცნების“ მხრიდან არ ჩანს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძე მმართველ გუნდს მიმართავს, ახალგაზრდების შეურაცხყოფას თავი დაანებონ. მისი თქმით, მიტინგზე მდგომმა ახალგაზრდებმა ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა შინაარსის კანონს იღებდა საპარლამენტო უმრავლესობა და რა კანონის წინააღმდეგ მართავდნენ აქციას.

“დღეების მანძილზე ამ ადამიანებს შეეძლოთ “გუგლის“ გამოყენება, კანონპროექტის წაკითხვა და მისი სხვა კანონთან შედარება - შეეშვან ამ ადამიანების შეურაცხყოფას. იქ იდგნენ ინფორმირებული ადამიანები, რომელმაც გააკეთეს არჩევანი და "ქართული ოცნება" გააფრთხილეს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადადგან“, - განაცხადა სამნიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხათუნა სამნიძე - პოლიციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის დროშა ძალადობრივი მეთოდებით არ ჩამოეგლიჯათ

მაინტერესებს, როგორ არის ჩახრახნილი ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია პარლამენტის შენობის წინ, მე რომ ჯებირს მივუახლოვდე, რამდენიმე პოლიციელი აუცილებლად მოვა და შემაკავებს - ამჯერად პოლიციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის დროშა ასეთი ძალადობრივი მეთოდებით არ ჩამოეგლიჯათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

სამნიძე დარწმუნებულია, რომ ძალადობრივ ჯგუფებს საქართველოში "ქართული ოცნება" ახალისებს.

“ძალიან სამწუხაროა შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებსა და იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ქვეყნის ევროპულ კურსს ღიად ესხმიან თავს და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდიან, ტოლობის ნიშანს სვამს.

სამწუხაროა, როცა პაპუაშვილი დროშის გულში ფრიალზე საუბრობს, როდესაც პოლიტიკოსები კონკრეტული ნაბიჯებით და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ფასდებიან, რაც არც პირადად მისი და არც “ქართული ოცნების“ მხრიდან არ ჩანს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძე მმართველ გუნდს მიმართავს, ახალგაზრდების შეურაცხყოფას თავი დაანებონ. მისი თქმით, მიტინგზე მდგომმა ახალგაზრდებმა ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა შინაარსის კანონს იღებდა საპარლამენტო უმრავლესობა და რა კანონის წინააღმდეგ მართავდნენ აქციას.

“დღეების მანძილზე ამ ადამიანებს შეეძლოთ “გუგლის“ გამოყენება, კანონპროექტის წაკითხვა და მისი სხვა კანონთან შედარება - შეეშვან ამ ადამიანების შეურაცხყოფას. იქ იდგნენ ინფორმირებული ადამიანები, რომელმაც გააკეთეს არჩევანი და "ქართული ოცნება" გააფრთხილეს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადადგან“, - განაცხადა სამნიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია