ბელგია უკრაინას სამხედრო სატვირთო ავტომობილებს გადასცემს

ბელგია უკრაინას Volvo-ს 240 სამხედრო სატვირთო ავტომობილს გაუგზავნის. პირველი მანქანები მომავალ კვირას გაიგზავნება.

მედიის ინფორმაციით, ბელგიის არმიაში Volvo-ს 400 სატვირთო მანქანაა და მათი უმეტესობა უკრაინას გადაეცემა.

სატვირთო მანქანების უკრაინაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინულ მხარესთან გაიმართა კონსულტაციები ასეთი დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ.

„ამ საკითხზე მიმდინარეობს მჭიდრო კონსულტაციები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში. უკრაინელებს არაფერი არ მიეწოდებათ ისეთი, რასაც თავად არ ითხოვენ. მათი ქვედანაყოფები ელოდებიან ამ სატვირთო მანქანებს, რადგან ომის დროს ლოგისტიკა იარაღზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წყარომ გამოცემა De Standaard-თან საუბარში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ბელგია უკრაინას სამხედრო სატვირთო ავტომობილებს გადასცემს

ბელგია უკრაინას Volvo-ს 240 სამხედრო სატვირთო ავტომობილს გაუგზავნის. პირველი მანქანები მომავალ კვირას გაიგზავნება.

მედიის ინფორმაციით, ბელგიის არმიაში Volvo-ს 400 სატვირთო მანქანაა და მათი უმეტესობა უკრაინას გადაეცემა.

სატვირთო მანქანების უკრაინაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინულ მხარესთან გაიმართა კონსულტაციები ასეთი დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ.

„ამ საკითხზე მიმდინარეობს მჭიდრო კონსულტაციები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში. უკრაინელებს არაფერი არ მიეწოდებათ ისეთი, რასაც თავად არ ითხოვენ. მათი ქვედანაყოფები ელოდებიან ამ სატვირთო მანქანებს, რადგან ომის დროს ლოგისტიკა იარაღზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წყარომ გამოცემა De Standaard-თან საუბარში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება