ლევან ხაბეიშვილი - რუსულ „ოცნებას“ ვაფრთხილებ და მოვუწოდებ, უსწრაფესად მოხდეს თანხმობის გაცემა, რომ პოლონელ ექიმებს ხვალვე შეეძლოთ ჩამოსვლა - წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფს შესვლის უფლება მისცენ.

როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

„მინდა პრეზიდენტ სააკაშვილს მივულოცო პუტინის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ 123 ქვეყანაში პუტინს ემუქრება დაკავება. ფაქტობრივად, მთავარი ტერორისტი გამოკეტილია კრემლში. ამასობაში, პუტინთან მებრძოლ უმაღლეს მთავარსარდალს კრემლის საამებლად, წამებით კლავს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პირადი ვენდეტით. ეს რომ ასეა, ევროკავშირმა მისივე რეზოლუციით დაამტკიცა და დაწერა, რომ პირადი ვენდეტა ხორციელდება პრეზიდენტ სააკაშვილზე. საზოგადოებამ იცის, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით, ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ჩვენ რუსული „ოცნებისგან“ და რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე შეუძლიათ ჩამოვიდნენ, თურმე საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ თანხმობა გასცეს. თუმცა, ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ „ოცნებას“ და მოვუწოდებ, ხვალიდანვე უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან როგორც კი კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ, ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს