ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მისი თქმით, ის აპირებს ადგილზე გაეცნოს, რა პრობლემები და ბარიერები ექმნებათ ადამიანებს, რომლებიც ენგურის ხიდს კვეთენ. როგორც იოსელიანმა განმარტა, ამ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს მთლიანად სახალხო დამცველის ოფისი.

„ჩამოვედი საოკუპაციო ხაზთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც მოძრაობენ ენგურის ხიდზე, გადადიან ძირითადად გალში. ჩვენი წარმომადგენელი არის დაკავებული მათი უფლებრივი მდგომარეობით, მონიტორინგით. მე თვითონ მოვედი, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა და მე თვითონ გავსაუბრებოდი ადამიანებს, რომლებიც გადმოდიან და მათგან მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ბარიერები აქვთ გადაადგილების, რა პრობლემები ექნებათ, რა პერიოდში და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ამას დიდ ყურადღებას ვუთმობთ მთლიანად სახალხო დამცველის ოფისი და კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებთ ამ თვალსაზრისით მათი უფლებების მონიტორინგს“,- განაცხადა იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?