რობინ დანიგანი - საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი მუშაობა ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული

საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი მუშაობა ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„თუ დამტკიცდება [ჩემი კანდიდატურა], ოთხ პრიორიტეტზე ვკონცენტრირდები. პირველ რიგში, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება უზრუნველვყო თბილისში აშშ-ის საელჩოს გუნდისა და საქართველოში მყოფი აშშ-ის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

მეორე რიგში, ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათი ოცნების ახდენაში იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულები ევროკავშირში, ნატოში და დასავლეთში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მწამს, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც არის.

გვსურს დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთთან, საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობის მქონე და უნარის მქონე გაუძლოს რუსეთის მავნებელ აქტივობებს. საქართველომ აღსანიშნავ პროგრესს მიაღწია გასული 30 წლის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული შემაშფოთებელი ნიშნები გვაჩვენებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მესამე რიგში, გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას, მათ შორის აშშ-ის ექსპორტისა და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდით.

მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ბოლომდე დაცვა, ვინაიდან რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20%. ვიმუშავებ ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ რუსეთმა შეასრულოს მისი ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და გაეროს ქარტიაში არის ჩამოთვლილი”, - განაცხადა დანიგანმა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად