ხატია დეკანოიძე - თუ ოპოზიცია საკმარისად ჭკვიანურად ივლის, ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორება უკვე ძალიან მარტივია - ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა რამემ გააძლიეროს - მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება უკვე ძალიან მარტივია , - ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რომ ხომ არ გააძლიერებს „ქართულ ოცნებას“ ის, თუ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ხატია დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ძალიან დაზიანებულია.

„მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა რამემ გააძლიეროს. წინააღმდეგი ვარ კონსპირაციების, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ყოვლისშემძლე მითური პერსონაჟი, ასევე წინააღმდეგიც ვარ კონსპირაციების, რომ ყველა მასთან გარიგებულია. ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის ძალიან დაზიანებული და თუ ოპოზიცია იქნება საკმარისად ძლიერი და საკმარისად ჭკვიანურად ივლის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორება უკვე ძალიან მარტივია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციამ ევროინტეგრაციისა და ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორების გზით უნდა იაროს.

„ჩვენი პარტნიორების შეფასება არის ძალიან ცალსახა, ყველას ჰქვია თავისი სახელი მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“, რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მათ შორის ოპოზიციაში იმისთვის, რომ ორი მიმართულებით ვიაროთ: ევროპული ინტეგრაცია და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილს სურს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება პუტინის ჩრდილის ქვეშ“.

„ერთადერთი ავტოკრატიული, ოლიგარქიული კოზანოსტრა, მაფიოზური მმართველობა არის რუსეთში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავცილდეთ რუსეთს და მივიდეთ ახლოს ევროპასთან. რუსეთს თავისუფალი არ უნდა, რომ იყოს საქართველო, ჩვენ რომ სუვერენიტეტი გვქონდეს და უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?