ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე,  გამარჯვებამდე

9 აპრილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომ მთელს მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე გამარჯვებამდე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან და რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად 9 აპრილის აქციის - “ერთად ევროპაში” კამპანიის ფარგლებში, თელავში, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარედ აქცია გამართა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სადაც მან ისაუბრა 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაზე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე და თქვა, რომ ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.

„ჩემო მეგობრებო, „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდა, რომ ეს ხალხი დაიღლება, ეს ხალხი შეწყვეტს ბრძოლას, დანებდება. თქვენ ნახეთ 7-8 მარტი, თქვენ ნახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დააღეჭინა „რუსული კანონი“. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ხელები ჩამოვუშვათ, ბრძოლა შევწყვიტოთ და სიმბოლურია, რომ დღეს ვართ ქალაქში, გამარჯვებულ ქალაქში, რომელმაც პირველი დასცა ბეჭებზე ბიძინა ივანიშვილი.

ჩემო კახელებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ მინდა იცოდეთ კარგად, რომ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი ბრძოლისუნარიანობით, არ დავიღლებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ საქართველოს გამარჯვებამდე. ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის? - კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს. ჩვენ ყველგან შევიკრიბებით, ყველგან ერთად დავდგებით და რომ ეგონებათ, რომ დავიღალეთ, ზუსტად, მაშინ გავიმარჯვებთ რუს ოლიგარქზე.

9 აპრილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომ მთელს მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე გამარჯვებამდე. რუსეთი არის დამარცხებული და ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა