ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ქვეყანა ევროპული პერსპექტივისკენ კიდევ უფრო წინ წავიდეს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს

“ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპული პერსპექტივისკენ კიდევ უფრო წინ წავიდეს და იმედია, ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას მიესალმება, სადაც განსხვავებული ადამიანები შეიკრიბებიან ერთი ამოცანით, რომ საქართველო ნორმალური, წარმატებული და ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდეს.

„მინდა ყველას მივულოცო სრულიად საქართველოს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე, ყველას ვულოცავ 9 აპრილის დღეს. ვფიქრობ, ეს დღე არის სიამაყის, ტკივილის და ამავდროულად იმედის დღეც. ერთი, რაც მინდა გითხრათ, ამ ღონისძიებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჩაატარა, ნებისმიერი ამ ტიპის შეხვედრებს მივესალმები, სადაც განსხვავებული ადამიანები შეკრებილები არიან, ერთი ამოცანით, რომ საქართველო ნორმალური, წარმატებული და ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდეს. ისეთი ამაღელვებელი იყო, როდესაც დააჯილდოვეს ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს და 2023 წლის 7-8 მარტის მოვლენების დროს ერთი და იმავე რამისთვის იბრძოდნენ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ნორმალური, რეალურად სუვერენული, ევროპული და დემოკრატიული. სიმართლე გითხრათ გულისტკივილის განცდა დამიტოვა, რომ ფაქტობრივად, ისევ იქ ვართ, სადაც 30 წლის წინ ვიყავით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპული პერსპექტივისკენ კიდევ უფრო წინ წავიდეს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს