შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება - ოპოზიციამ რეგლამენტის არცოდნით თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო

ოპოზიციამ რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი - ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მომმართა, რომ ისინი არ დაესწრებიან სხდომას, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მივლინების გამო პლენარული სხდომის გადადებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „ოპოზიცია არასერიოზულად იქცევა“, ამიტომ მოუწოდებს მათ, რეგლამენტს გაეცნონ.

„როგორც იცით, 2 დღის წინ, პარლამენტის 46-მა დეპუტატმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავადვე აერიათ თვლაში და მიმართეს პრეზიდენტს, აღარ ჩაენიშნათ [რიგგარეშე სხდომა]. თავად ოპოზიცია, რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვარ, მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ, საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის დახარჯონ რამდენიმე წუთი.

ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია. ვწუხვარ, რომ ასე შორს არიან ოპოზიციის ეს წარმომადგენლები რეგლამენტისგან. იცით, რომ პრეზიდენტმა არ ჩანიშნა სხდომა, რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს სხდომას, 48 საათია ამასთან დაკავშირებით [განსაზღვრული].

ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავის თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი.

რეალურად, სხდომა უნდა ჩატარდეს 48 საათის განმავლობაში, თუმცა, აქაც უმრავლესობამ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც, მომმართა მე, რომ ისინი არ დაესწრებიან სხდომას, შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ კვორუმი არ იქნება. აქედან გამომდინარე, აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს. მოგვიანებით, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში გამგზავრების გამო, მათ განმეორებით მიმართეს პრეზიდენტს, რომ რომ მათივე მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩანიშნოს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება უნდა ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა