World Vision საქართველო უკრაინელი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერას  აგრძელებს

დღეს WV საქართველომ გამართა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების და მათი ოჯახების დახმარებაზე ორიენტირებული პროექტის მეორე ფაზის პრეზენტაცია, რომლის ფინანსური მხარდამჭერები არიან WV International, Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის და UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოში). ამის შესახებ ინფორმაციას World Vision საქართველო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, WV საქართველო ომის პირველივე დღიდან უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებული უკრაინელების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე წვდომას.

დღემდე 20 000-ზე მეტმა უკრაინელმა, მათ შორის 6000-ზე მეტმა ბავშვმა, ისარგებლა სხვადასხვა სახის მომსახურებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი - ხლადუშენკო ოლენა, ქართული სკოლების უკრაინული სექტორის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა World Vision საქართველოს დირექტორმა ეკატერინე გურგენაძემ, რის შემდეგაც პროექტის მენეჯერმა ეკა თორდიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის მიღწევები და ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობასა და დაგეგმილ აქტივობებზე.

„მნიშვნელოვანია რომ დღეს უკრაინული თემის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და უკრაინული საელჩოს პირველი მდივანი იმყოფებიან აქ. საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, შესაბამისად, აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად ეფექტურად დავეხმაროთ მათ“, - აღნიშნა World Vision საქართველოს დირექტორმა, ეკატერინე გურგენაძემ.

World Vision საქართველოს ცნობით, პროექტი ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება, რომლის ფარგლებში ასევე დაგეგმილია უკრაინელი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და განმავითარებელი ცენტრების გახსნა თბილისსა და ბათუმში.

„მოწვეულმა სტუმრებმა მოინახულეს და დაათვალიერეს თბილისის ცენტრი, რომელიც უახლოეს მომავალში შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს როგორიცაა: არაფორმალური განათლება ბავშვებისთვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, მუსიკისა და ცეკვის აქტივობები, საინფორმაციო შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები. World Vision საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, უკრაინის საელჩოსთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, UNHCR-თან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა კოორდინირებული მუშაობით მოხდეს უკრაინელი ბავშვების და მათი ოჯახების დახმარება და საჭიროებების დაკმაყოფილება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას