ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფოთსა და ქუთაისში სკვერის ბიბლიოთეკები გახსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ფოთსა და ქუთაისში სკვერის ბიბლიოთეკები გახსნეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, სკვერის ბიბლიოთეკები რამდენიმე ასეული წიგნით მომარაგდა.

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო წიგნის ბუდეებს ვაწყობთ. ფოთში ნიკო ნიკოლაძისეული კოშკის ფორმის #სკვერისბიბლიოთეკა გავხსენით. სკვერის ბიბლიოთეკა განთავსდა ქუთაისშიც. ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრს - „ჯადოსნური სამყარო" - ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ, კვიცარიძის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკას კი 200 ახალი გამოცემა შევმატეთ”, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.

„ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკვერის ბიბლიოთეკებს აწყობს. ამ მინიბიბლიოთეკის (წიგნის ბუდის) პრინციპი ასეთია: ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნის ბუდიდან მისთვის სასურველი გამოცემის აღება, წაკითხვა და შემდეგ დაბრუნება ან სხვა ახალი გამოცემით ჩანაცვლება. ბიბლიოთეკები დროდადრო ახალი გამოცემებითაც ივსება.

საინტერესოა თავად წიგნის ბუდეების დიზაინი, რომლის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი თენგიზ მოდუა. წიგნის ბუდის ფორმა რეგიონის, ქალაქისა თუ სოფლის სპეციფიკის გათვალისწინებით იცვლება. მაგალითად, ფოთში წიგნის ბუდეს ნიკოლაძისეული მეგრული კოშკის ფორმა აქვს, ბათუმში - გემის, სამტრედიაში - ველოსიპედის, თელავში - კასრის და ასე შემდეგ.

სკვერის ბიბლიოთეკების რეგიონებში განთავსება მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების წიგნით და ზოგადად, განათლების მიღებით დაინტერესებაა, მათთვის ახალი ლიტერატურის მიწოდების საშუალება. პატარა ბიბლიოთეკები არანაკლებ საინტერესოა უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც.

წლების მანძილზე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფლებში უკვე რამდენიმე ათეული სკვერის ბიბლიოთეკა განათავსა. პროექტი გრძელდება და მას კერძო ბიზნესიც აქტიურად მხარს უჭერს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ