დავით უსუფაშვილი - ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს - პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში

ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს - პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთის ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„პოლონეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე დარჩენილ დროში ძალიან აქტიური იყოს ამ პროცესში. პოლონეთის სახით ქართველ ხალხს და საქართველოს ჰყავს და ეყოლება ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. პოლონეთს ძალიან კარგად ესმის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება - ერთი მხრივ ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამჟღავნებს სერიოზულ სწრაფვას ევროპისკენ და ამასობაში, მთავრობის ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რიტორიკა, ანტიდასავლური პროპაგანდა არ არის შესაბამისობაში ამ ყველაფერთან.

პოლონეთის ჩართულობა ამ პროცესში სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩართულობა გულისხმობს როგორც 12 პუნქტის შესრულების საკითხში, ახლო კონსულტაციებს მთავრობასთან და შესაბამის პირებთანაც, ასევე სხვა საკითხებს, რომლებიც არის მოსაგვარებელი და მტკივნეული, იქნება ეს გვარამიას, ყოფილი პრეზიდენტის თუ ზოგადად დემოკრატიის თემა, რადგან 12 პუნქტის შესრულებისას თუ ახალი უბედურებები ჩაიდინა ხელისუფლებამ მაგალითად, „რუსული აგენტების“ კანონი, „რუსული კანონი“, საგამოძიებო კომისია - ეს არის წინააღმდეგ ევროპული სულისკვეთების. პოლონეთის პოზიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ვიზიტები არ იქნება ერთჯერადი, იქნება უფრო აქტიური“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა