ანა ნაცვლიშვილი საგამოძიებო კომისიაზე - უმრავლესობას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატს ან ფეხი მოტყდება ან კბილი ასტკივდება და დარბაზში 50 ადამიანი ვერ აღმოჩნდება - ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყო

ოპოზიცია, ცხადია, მობილიზაციას გააგრძელებს, თუმცა სავალალოა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატს ან ფეხი მოტყდება ან კბილი ასტკივდება და რაღაც დროის განმავლობაში დარბაზში 50 ადამიანი ვეღარ აღმოჩნდება, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გასული სასესიო კვირის განმავლობაში გამოვლინდა, რომ "სასამართლო კლანი" ცალკე არ არსებობს და მისი თანამზრახველი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნებაა”.

მისივე თქმით, სასამართლოს საკითხი ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომლის შესრულება-არშესრულებაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გაივლის.

“გასული სასესიო კვირის განმავლობაში, თქვენ ნახეთ, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ არ შექმნილა. ძალიან სწრაფად, სულ სამ დღეში, ნათლად და ცალსახად გამოჩნდა, რომ "სასამართლო კლანი" ცალკე არ არსებობს. მისი თანამზრახველი და მფარველი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნებაა” და ახლა ის დანაშაულის დაფარვასა და "კლანისთვის" ხელის დაფარებაზეა გადასული. სამ დღეში პარლამენტში ამ ყველაფრის ლუსტრირება მოვახდინეთ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც. “ქართული ოცნება” იმასაც კი არ ერიდება, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიცაა გირგვლიანის საქმის მოსამართლე, ღიად დაიცვას.

ჩვენ მობილიზებას ვაგრძელებთ. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს საკითხი ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომლის შესრულება-არშესრულებაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გაივლის. საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტის დაკვეთაა, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთოს. საგამოძიებო კომისიის შექმნა და სასამართლოსთან მიმართებით ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა, ახლა ისტორიული შანსია, რომლის ხელიდან გაშვება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

ოპოზიცია, ცხადია, მობილიზაციას გააგრძელებს, თუმცა სავალალოა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატს ან ფეხი მოტყდება ან კბილი ასტკივდება და რაღაც დროის განმავლობაში, დარბაზში 50 ადამიანი ვეღარ აღმოჩნდება. მმართველი ძალა ამის იმედად რომ არის, ეს უკვე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ანა ნაცვლიშვილი საგამოძიებო კომისიაზე - უმრავლესობას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატს ან ფეხი მოტყდება ან კბილი ასტკივდება და დარბაზში 50 ადამიანი ვერ აღმოჩნდება - ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყო

ოპოზიცია, ცხადია, მობილიზაციას გააგრძელებს, თუმცა სავალალოა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატს ან ფეხი მოტყდება ან კბილი ასტკივდება და რაღაც დროის განმავლობაში დარბაზში 50 ადამიანი ვეღარ აღმოჩნდება, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გასული სასესიო კვირის განმავლობაში გამოვლინდა, რომ "სასამართლო კლანი" ცალკე არ არსებობს და მისი თანამზრახველი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნებაა”.

მისივე თქმით, სასამართლოს საკითხი ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომლის შესრულება-არშესრულებაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გაივლის.

“გასული სასესიო კვირის განმავლობაში, თქვენ ნახეთ, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ არ შექმნილა. ძალიან სწრაფად, სულ სამ დღეში, ნათლად და ცალსახად გამოჩნდა, რომ "სასამართლო კლანი" ცალკე არ არსებობს. მისი თანამზრახველი და მფარველი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნებაა” და ახლა ის დანაშაულის დაფარვასა და "კლანისთვის" ხელის დაფარებაზეა გადასული. სამ დღეში პარლამენტში ამ ყველაფრის ლუსტრირება მოვახდინეთ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც. “ქართული ოცნება” იმასაც კი არ ერიდება, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიცაა გირგვლიანის საქმის მოსამართლე, ღიად დაიცვას.

ჩვენ მობილიზებას ვაგრძელებთ. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს საკითხი ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომლის შესრულება-არშესრულებაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გაივლის. საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტის დაკვეთაა, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთოს. საგამოძიებო კომისიის შექმნა და სასამართლოსთან მიმართებით ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა, ახლა ისტორიული შანსია, რომლის ხელიდან გაშვება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

ოპოზიცია, ცხადია, მობილიზაციას გააგრძელებს, თუმცა სავალალოა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატს ან ფეხი მოტყდება ან კბილი ასტკივდება და რაღაც დროის განმავლობაში, დარბაზში 50 ადამიანი ვეღარ აღმოჩნდება. მმართველი ძალა ამის იმედად რომ არის, ეს უკვე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის