პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ახლა გვჭირდება ევროპაში ინტეგრაციის საკითხზე კოორდინაცია - ეროვნული და ევროპული პლატფორმა შევქმნათ, სადაც კოორდინაცია გვექნება იმ პარტიებს, რომლებიც ერთად ვიყავით 7-8 მარტს

მურუსიძე კი არ უყვარს კობახიძეს, მურუსიძე შემსრულებელია - თუ „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიას შექმნის, ეს ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძემ მხარი უნდა დაუჭიროს ირაკლი კობახიძის კორუფციის და კანონის საწინააღმდეგო ქმედებების საგამოძიებო კომისიის შექმნას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძე განმარტავს, „ქართული ოცნება“ ცოცხალი თავით ეწინააღმდეგება სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„რატომღაც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ცოცხალი თავით ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს. კოლეგები ხშირად საუბრობენ, რომ მურუსიძის, კლანის გადარჩენისთვის აკეთებენ ამას. მურუსიძის გადარჩენას კი არ ცდილობენ, მურუსიძე კი არ უყვარს კობახიძეს, მურუსიძე შემსრულებელია, მისთვის პოლიტიკური დავალებების გამცემია „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე. ის, რომ გვარამია დაკავებულია, ამ პოლიტიკური გარიგების შედეგია. თუ „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიას შექმნის, ეს ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძემ მხარი უნდა დაუჭიროს ირაკლი კობახიძის კორუფციის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების საგამოძიებო კომისიის შექმნას. ბუნებრივია, მხარს არ დაუჭერენ.

რაც შეეხება „ქოლ - ცენტრებს“, მოტივაცია და არგუმენტაცია იგივეა. აქ თუ ფორმალურ მიზეზს ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიით არ გვინდა სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს ვინმე, აქ არ მესმის არგუმენტები: „ოპოზიციის დამფინანსებლები დგანან „ქოლ - ცენტრების“ უკან. „ქართული ოცნებისთვის“ ამაზე კარგი საშუალება რა არის?! თუ ნამდვილად დგანან „ქოლ - ცენტრების“ უკან ოპოზიციის დამფინანსებლები, შექმნან ეს კომისია. აქაც იგივე ხდება, როგორც სასამართლოში, მაღალი ალბათობით, „ქოლ - ცენტრების“ უკან ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან“,- აღნიშნავს მანჯგალაძე.

გარდა ამისა, მან გია გაჩეჩილაძისა (უცნობი) და მისი თანამოაზრეების მიერ რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე და გზავნილებზე ისაუბრა. ის ვარაუდობს, რომ გუშინ გამართული აქცია „ქართული ოცნების“ მიერ იყო მხარდაჭერილი. ამასთან, ის პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ დაფიქრდეს, ვინაიდან „თანდათან ირმა ინაშვილს და თარხან მოურავს ემსგავსება“.

„თითქმის იგივე ხალხი იყო. ვვარაუდობ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ასეა { აქცია „ ქართული ოცნების“ მიერ იყო მხარდაჭერილი}. ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა კაცია და უნდა დაფიქრდეს, თანდათან ირმა ინაშვილს და თარხან მოურავს რომ ემსგავსება. იგივე მესიჯებს ამბობს. ეს ხომ დამღუპველია. რასაც ინაშვილი იძახდა პარლამენტში, იმას ალაპარაკებენ კობახიძეს. ეს ხომ მის პოლიტიკურ გემოვნებასა და დეგრადაციაზე მეტყველებს. სამწუხაროა, არ მიხარია, რომ ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“. ეს არის დიდი შეთქმულება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“,- აღნიშნავს მანჯგალაძე.

ამასთან, მანჯგალაძემ ევროპაში ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია.

„ჩვენ ახლა გვჭირდება ევროპაში ინტეგრაციის საკითხზე კოორდინაცია. ეროვნული და ევროპული პლატფორმა შევქმნათ, სადაც კოორდინაცია გვექნება იმ პარტიებს, რომლებიც ერთად ვიყავით 7-8 მარტს, ასევე, ერთად ვიყავით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ პროცესში. კოორდინაციას ალტერნატივა არ აქვს“,- აღნიშნავს მანჯგალაძე.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა