ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, ნიკა გვარამია შეიწყალოს

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ ნიკა გვარამია შეიწყალოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.

საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელი 20-მდე ევროპარლამენტარმა მოაწერა.

“დღეს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. ამის გამო მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართოთ, რათა ნიკა გვარამიას შეწყალება განიხილოს. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს სიმბოლურ გზავნილს გადავცემთ”, - წერს გრეგოროვა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა