საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „მასტერქარდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „მასტერქარდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და აღმოსავლეთ ევროპაში კომპანიის მენეჯერმა სულეიმან სოზერიმ.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ფინანსური განათლების განვითარების ხელშეწყობა.

მათივე ცნობით, პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინანსური ლიტერატურის კუთხის მოწყობა (კუთხეს თანამედროვე და ამავე დროს ორიგინალური ფორმა ექნება), საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობის ორგანიზება.

„მაისის თვის ისტორიული სერია დაიწყო: მსოფლიო გიგანტი ბრენდი Mastercard ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი გახდა. მემორანდუმს ხელი აღმოსავლეთ ევროპაში კომპანიის მენეჯერთან, სულეიმან სოზერისთან ერთად მოვაწერე. მალე ბიბლიოთეკის ელექტრონულ დარბაზში „მასტერქარდი“ ორიგინალურ ახალგაზრდულ სივრცეს მოაწყობს. ამავდროულად, ბრენდი LIB.GE - აკადემიის ონლაინ–სკოლის პარტნიორიც იქნება. მაისის თვეში ათამდე უმნიშვნელოვანესი შეთანხმება გვექნება კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან და საბიბლიოთეკო ცხოვრებას არსებითად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ”, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ