გია ვოლსკი - პრეზიდენტმა მაღალი დონის პროფესიონალი მხოლოდ იმიტომ არ წარმოადგინა კანდიდატად, რომ მას ადამიანების გარკვეული ჯგუფი მხარს არ უჭერს - გამოდის "ნაცმოძრაობამ" უნდა შეადგინოს ცესკოს შემადგენლობა

პრეზიდენტმა მაღალი დონის პროფესიონალი მხოლოდ იმიტომ არ წარმოადგინა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მხარს არ უჭერს, ეს ხომ ჩიხია?! - გამოდის "ნაცმოძრაობამ" უნდა შეადგინოს ცესკოს შემადგენლობა და მისი თავმჯდომარე დანიშნოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცესკოს საქმიანობის შეჩერების მცდელობას ხედავენ, პრეზიდენტი კი შექმნილ ჩიხს აღრმავებს, ამიტომ ამომრჩევლის წინაშე აქვთ ვალდებულება ცვლილებები განახორციელონ.

"ოპოზიციის სიტყვას ყავლი გაუვიდა, ფუყე გახდა, ზედაპირზე უნდათ რაღაც წამოწიონ, მაგრამ არანაირი საშუალება არ აქვთ, რამით თავი მოაწონონ საზოგადოებას, თუკი იმ სექტაში არ არიან გაერთიანებული, რომელსაც თავად წარმოადგენენ. ეს რევოლუციური კომიტეტია, არ დაგავიწყდეთ. მცდელობას ვხედავთ, რომ ცესკოს საქმიანობა შეჩერდეს, ჩაიშალოს, ადამიანებს არ ჰქონდეთ მყარი განცდა, რომ იქ არიან იმ პოზიციაზე, საიდანაც სახელმწიფოს ემსახურებიან და არა რომელიმე პოლიტიკურ რგოლს.

[შერჩევის პროცესში] პრეზიდენტის მონაწილეობა რასაკვირველია უზრუნველყოფილი იქნება კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ ამ ბრტყელი სიტყვების ავტორებს. რა დოზით იქნება მონაწილეობა, ამაზე შევთანხმდებით, მაგრამ ფაქტი ერთია, დღემდე პრეზიდენტის მონაწილეობა გამოიხატება მხოლოდ ერთ რამეში - მაღალი დონის პროფესიონალი არ წარმოადგინა კანდიდატად მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს ავტორიტეტული სტრუქტურები აქებენ, მხოლოდ იმიტომ არ წარმოადგინა, რომ მას ადამიანების გარკვეული ჯგუფი მხარს არ უჭერს, ვინაიდან, თურმე "ქართული ოცნება" უჭერს მხარს. ეს ხომ ჩიხია?! რა გამოდის - რომ ნაცმოძრაობამ უნდა შეადგინოს ცესკოს შემადგენლობა და მისი თავმჯდომარე უნდა დანიშნოს, მიუხედავად იმისა, მოწონს თუ არ მოწონს ეს „ქართულ ოცნებას“. ჩიხია, ამ ჩიხისკენ სიარულში პრეზიდენტმა იმის გამო, რომ შეასრულოს დამბალანსებლის, მომლაპარაკებლის როლი, გადავიდა იმ პოზიციაზე, რომელსაც ჰქვია ამ ჩიხის გაღრმავება და გაძლიერება. აქედან გამომდინარე, ვალდებულება გვაქვს ქვეყნის, ამომრჩევლის წინაშე, რომ შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს იმ მაღალი დონის სტანდარტის შესრულებას, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსი, რომელიც ჩვენ მივიღეთ კვლავ მათი მონაწილეობის გარეშე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?