რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გააუქმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, კომენტარი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გაკეთდება.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ჩვენი პრინციპული მიდგომის შესაბამისობაშია, რათა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს