ნატო ჩხეიძე - ბეჟაშვილმა ცილი დამწამა, რომ „ჩათში“ ნიშნიანიძის გვარის ჩაწერის ინიციატორი მე ვიყავი - იყო რაღაც ხლართები, ამ ხლართებში ახლა ბეჟაშვილი გაიხლართა, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა, მე გავხლართულიყავი

ბეჟაშვილმა ცილი დამწამა, რომ „ჩათში“ ნიშნიანიძის გვარის ჩაწერის ინიციატორი მე ვიყავი - იყო რაღაცა ხლართები, ამ ხლართებში ახლა ბეჟაშვილი გაიხლართა, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა, მე გავხლართულიყავი,- ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

ჩხეიძეს სურს პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გაარკვევს, "ბეჟაშვილს რა ხლართები ჰქონდა ოპოზიციის ზურგს უკან".

„ლევან ბეჟაშვილმა ჩაიდინა პარლამენტარის მანდატისა და მეოჯახე კაცისთვის შეუფერებელი საქციელი, როცა ბრალი დამდო და მეტი დამაჯერებლობის მისაცემად შვილები დაიფიცა. მან ცილი დამწამა, რომ "ჩათში" ნიშნიანიძის გვარის ჩაწერის ინიციატორი მე ვიყავი და ამის შემდეგ ჩაწერეს "ჩათში" მისი გვარი. ეს იმ დროს, როცა პარლამენტში არის დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ ამ გვარის ჩაწერის ინიციატორი იყო თვითონ და მას ჰქონდა კომუნიკაცია და გუშინ ჩემთან პირად საუბარში სინანულიც კი გამოთქვა, რომ მე და როსტომ ჩხეიძე ვერ ჩაგვაყენა საქმის კურსში. მას თავადაც შეუძლია ბრძანოს მისი სათქმელი ამასთან დაკავშირებით.

მინდა ვკითხო ლევან ბეჟაშვილს, რატომ დასჭირდა, რომ სხვა დეპუტატის გვარის ნაცვლად, ჩემი გვარი დაესახელებინა, დანარჩენი რა ცოდვა ჩაიდინა, ოჯახმა მოსთხოვოს პასუხი. ვისურვებდი ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის გასარკვევად შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, 30 დეპუტატი მაინც ალბათ მოიძებნება, რომ გაირკვეს, ბატონ ბეჟაშვილს რა ხლართები ჰქონდა კენჭისყრის.

ვვარაუდობ და თანდათან უფრო იკვეთება, რომ იყო რაღაცა ხლართები, ამ ხლართებში თვითონ ახლა გაიხლართა, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა მე გავხლართულიყავი,"- განაცხადა ჩხეიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს