რომან გოცირიძე იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე - ჩვენ ყურმოჭრილ მონებს გთავაზობთ და მათგან თქვენ ნაკლებად ყურმოჭრილი რომელიც გგონიათ, იმათ დაუჭირეთ მხარიო - ეს ხომ სისულელეა

ჩვენ ყურმოჭრილ მონებს გთავაზობთ და მათგან თქვენ ნაკლებად ყურმოჭრილი რომელიც გგონიათ, იმათ დაუჭირეთ მხარიო - ეს ხომ სისულელეა,- ასე პასუხობს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე კითხვას, მიიღებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციაში მონაწილეობას.

გოცირიძის თქმით, თუ მათ კონსულტაციები სურდათ, არა 4 კანდიდატიდან, არამედ 30 კანდიდატიდან შერჩევა უნდა შესთავაზონ.

"მათ შემოგვთავაზეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრიდან, რომელთაც რამდენიმე ხმა დააკლდათ, 2 ავირჩიოთ. ანუ ჩვენ ყურმოჭრილ მონებს გთავაზობთ და მათგან თქვენ ნაკლებად ყურმოჭრილი რომელიც გგონიათ, იმათ დაუჭირეთ მხარიო. ეს ხომ სისულელეა. 30 ადამიანი მონაწილეობდა ამ კონკურსში, ამ 30 - დან 6-7 ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და მათ თუ უნდათ ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა, უნდა შემოგვთავაზონ ამ 30- დან და არა იმ 4- დან,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა). მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს