ლაშა ტუღუში - ყველა გაურბის კეთროვანს და შენ კეთროვანს ეხუტები - ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან ნულზე ვერ დაიყვან, მაგრამ დინამიკას შეხედე

ყველა გაურბის კეთროვანს და შენ კეთროვანს ეხუტები - ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან ნულზე ვერ დაიყვან, მაგრამ დინამიკას შეხედე , - ამის შესახებ „თბილისის ლიბერალური აკადემიის“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რაც ხდება, შუა საუკუნეობრივი სიველურეა, რომელსაც ყველა ემიჯნება, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, „ჩემი ნაციონალური ინტერესი მაქვს პირველ რიგშიო“.

„მიგრანიანის [კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგი] ცნობილი დისკურსია, რომ ევროპა ევროპა არაა, რუსეთი არის ნამდვილი ევროპაო - ერთი-ერთში ჯდება რაღაცები. ყველა გაურბის კეთროვანს და შენ კეთროვანს ეხუტები - ნულზე ვერ დაიყვან ეკონომიკურ ურთიერთობებს, მაგრამ დინამიკას შეხედე. უკრაინაში რაც ხდება, შუა საუკუნეობრივი სიველურეა, ხოცვა- ჟლეტაა გაუგებარი იდეისთვის. ყველა ემიჯნება ამას და შენ იძახი, ჩემი ნაციონალური ინტერესი მაქვს პირველ რიგშიო.

ერთი რამე ეშლებათ - მაგალითად, ე.წ. აგენტების კანონზე ამბავი რომ იყო, დამცინავად ამბობდნენ, რამდენი კაცი გამოვა ქუჩაშიო. ადამიანები ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რა ხდება და ძალიან კარგად გააპროტესტეს, დიდი რაოდენობით საზოგადოება გავიდა ქუჩაში, რადგან ეს იყო აშკარა დარტყმა დემოკრატიაზე. ეს [კანონპროექტი] რომ გასულიყო, ნიშნავს, რომ თემა დამთავრდებოდა -კანდიდატობა დასრულდებოდა. ევროპამ რომ ხელი გვკრას იმის გამო, რომ ვერ ვლაგდებით, დემოკრატიისთვის ნაბიჯებს ვერ ვდგამთ და რუსეთს ვუვარდებით ხახაში, კატასტროფა იქნებოდა. მაგ მომენტში ეროვნული ინტერები ხალხმა დაიცვა და არა მთავრობამ“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში