ირაკლი კობახიძე - ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ არ გვინდა სალომე ზურაბიშვილთან საჯარო პოლემიკაში შესვლა - მის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებას მოვერიდებით

ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გვინდა სალომე ზურაბიშვილთან, მით უმეტეს, საჯარო პოლემიკაში შესვლა - მის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებას მოვერიდებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ხელისუფლებისადმი კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით კი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერებისთვის, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილი და ვერ ვიტყვით ის რას იზამს, მაგრამ ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გვინდა მასთან, მით უმეტეს, საჯარო პოლემიკაში შესვლა. ეს არის პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, მოვერიდებით კომენტარების გაკეთებას მის განცხადებასთან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით, რომ მისი რომელიმე განცხადება, პოზიცია არის ღირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვა შემთხვევაში თავს შევიკავებთ ნებისმიერი კომენტარისგან”, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?