სალომე ზურაბიშვილი - რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ წინ ვერ აღვუდგებით ქვეყნის დემოკრატიულ ნებას - ვერავინ გაგზავნის არასწორ სიგნალს, 2008-2014-2022 წლების მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ყოყმანი ძვირად გვიჯდება

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ე.წ. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

„უკანასკნელმა ორმა წელმა რაც გვაჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ დანებდებიან. არ დანებდებიან უკრაინის სოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით. არ დათმობენ ევროპულ მომავალს, თავიანთ უფლებებს. სწორედ ამიტომ მაქვს ასეთი მყარი მოსაზრება და ვარ ასეთი ოპტიმისტი, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი, სანამ უკეთესი ცვლილებები დაიწყება. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას. ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოგვცემდა დაცვას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, დაიცავდა საქართველოს რუსეთისგან. რუსეთი, რომელიც დღემდე აგრძელებს ოკუპაციას და „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი, რომელიც უსმენს ყველა სიგნალს. სწორედ ამიტომ, ვერავინ გაგზავნის არასწორ სიგნალს. საქართველო არ იქნება ე.წ. ნაცრისფერი ზონა. 2008-2014-2022 წლებში ამ ყველაფერმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ყოყმანი ძვირად გვიჯდება. მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში მარცხდება, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, ცდუნება შევთავაზოთ სუსტი ადგილების პოვნის კუთხით. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს