ოთარ შამუგია გარემოს დაცვის მსოფლიო დღისა და CENN-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გარემოს დაცვის მსოფლიო დღისა და CENN-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ოთარ შამუგიამ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის, პარტნიორი ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ოთარ შამუგიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით.

,,სახელმწიფო ვალდებულებაა იზრუნოს გარემოს დაცვაზე. ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორისაა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილი უკვე მივიღეთ, ნაწილი კი, პარლამენტში განხილვის სტადიაშია. ამ კანონპროექტების დამტკიცება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს დღევანდელ ჩვენს მასპინძელთან - CENN-თან. CENN-ს, რომელიც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია, საიუბილეო თარიღი აქვს, 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. მინდა მოგილოცოთ ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს. ჩვენი საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა ევროპულ ოჯახში. ამ მიზნისათვის ყველა იმ აღებული ვალდებულების შესრულებაში, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და გვაქვს პროგრესი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ საერთო მიზანს და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში აქტიურად ჩართულმა საელჩოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ყურადღება გამახვილდა მათ როლზე საქართველოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ორგანიზაციამ CENN 25 წლის იუბილე აღნიშნა და სტუმრებს სტრატეგია, მიდგომები და 25 წლის განმავლობაში არსებული მიღწევების შედეგები გააცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება