პაატა მანჯგალაძე - სამწუხაროდ, ზოგიერთი კოლეგა ოპოზიციიდან აძლიერებს „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ საქართველოს ამ რთული ვითარებიდან გამოყვანისთვის ძალისხმევას არცერთ შემთხვევაში არ გააერთიანებენ

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კოლეგა ოპოზიციიდან ეხმარება და აძლიერებს „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ არცერთ შემთხვევაში, მიუხედავად არსებული მძიმე ვითარებისა, არ გააერთიანებენ ძალისხმევას საქართველოს ამ რთული ვითარებიდან გამოყვანისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია ოპოზიციის მწყობრი ქმედებების და ურჩევნია დაქსაქსული ოპოზიცია, რომელიც ვერაფერზე იპოვის საერთო ენას.

„მოცემულ ვითარებაში, როცა სახეზეა საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერება, ყოველ დღე თავს ესხმიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც არიან ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტორები. ზარ-ზეიმით, ლანგრით ეგებებიან საქართველოს დაშლისა და დანაწევრების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი პირის, ლავროვის ოჯახის წევრებს, როცა საქართველო კადიროველების თარეშის ადგილად აქციეს, ამ დროს, ჩემთვის გაუგებარია გამოვიდეს ოპოზიციის რომელიმე ლიდერი და განაცხადოს, რომ არ ითანამშრომლებს სხვა ოპოზიციასთან.

მესმის, „ქართული ოცნება“ რატომ ახდენს ოპოზიციის კოორდინაციისა და საერთო ძალისხმევის თემის ტორპედირებას, მათ ეშინიათ ოპოზიციის მწყობრი ქმედებების და ურჩევნიათ დაქსაქსული ოპოზიცია, რომელიც ვერაფერზე იპოვის საერთო ენას, ეს კი, ნამდვილად არის დამარცხების ფორმულა.

მითუმეტეს, როცა საუბარია არა პარტიების შერწყმაზე ან სიებზე, ან საარჩევნო ნომერზე, არამედ ოპოზიციის კოორდინაციაზე და საერთო ძალისხმევაზე, ამ საგანგებო ვითარებაში ჩვენი ნაბიჯები იყოს შეთანხმებული და შესაბამისი. თუ ვინმე იტყვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გარეშე დაამარცხებს ხელისუფლებას, ან ილუზიაშია, ან ცდილობს სხვების შეცდომაში შეყვანას.

ასევე, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ როგორც ვიცი, გაიაზრა, რომ სხვა ოპოზიციური ძალების გარეშე ვერ დაამარცხებს „ოცნებას“.

შესაბამისად, საქართველოს გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რა ამოცანა არსებობს, რომელიც ხელს უშლის კოორდინაციას, მე არ მესმის.

საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს, სხვაგვარად გარდაუვალია რუსების დამარცხება, საქართველოს გამთლიანება და ევროპაში ინტეგრაცია”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?