ირაკლი ქარსელაძე - განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 727 შენობა სრულად განახლდა

განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში 727 შენობის სრული განახლება მოხდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 37 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე არის უკვე მოწყობილი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

„ვანი ერთ-ერთი გამორჩეულია განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, ვინაიდან აქ პირველი და მეორე ფაზის სამუშაოები უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც განახლდა 35 შენობა და 3 სკვერი. ამავდროულად, რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო განათება, საირიგაციო და სხვა საინჟინრო სისტემები. განახლდა სატრანსპორტო კვანძი, რომელმაც უფრო უსაფრთხო გახადა გადაადგილება. კიდევ მრავალი სხვა კომპონენტია, რაც რეალურად განახლებულ ვანს წარმოადგენ'', - აღნიშნა მინისტრმა.

განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა სამუშაოები, პირველი ფაზის სამუშაოები ყველგან დასრულებულია,ზოგიერთ ობიექტზე დასრულებულია მეორე ფაზაც.

,,მნიშვნელოვანია, რომ განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში უკვე 727 შენობა განახლდა სრულად. საუბარია, ასევე იმ მნიშვნელოვან ენერგოეფექტურობის კომპონენტზე, რომელიც ენერგოდამზოგველი მასალების გამოყენებით მოხდა, მათ შორის იყო კარ-ფანჯრის შეცვლა, შენობების იმდაგვარი შეფუთვა, რომ მოსახლეობას მნიშვნელოვნად შეუმცირდეს ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული ხარჯები. მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 37 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე არის უკვე მოწყობილი და 500 მილიონ ლარზე მეტია უკვე ამისთვის ინვესტირებული.

ამავდროულად ჩვენ მომზადების პროცესში ვართ და უკვე ივლისის ბოლოსთვის დავიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ტენდერების გამოცხადებას. მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია, იმისათვის რომ გამოვლენილი იყოს გამარჯვებული, რომელიც დაამუშავებს როგორც კონცეფციას, არქიტექტურულ მხარეს, ასევე შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს. 11 მდებარეობაში არის პირველი ეტაპი განსაზღვრული, რისთვისაც 200 მილიონი ლარი უკვე წლევანდელ ბიუჯეტში არის გამოყოფილი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით