ევროკავშირის ელჩი ნიკა გვარამიას საქმეზე - რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა ან რა არ უნდა გააკეთოს, ეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა ან რა არ უნდა გააკეთოს, ეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა ნიკა გვარამიას საქმეში.

ამასთან, ელჩის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის საყრდენია და ის ასევე ერთ-ერთი პუნქტია საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 პუნქტში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქართული საზოგადოებისა და მედიის თავისუფლება.

„მედიისა და სიტყვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი საყრდენია. მედიის თავისუფლება, ასევე, არის 12 პრიორიტეტიდან ერთ - ერთი და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართული საზოგადოებისა და ქართული მედიის მაქსიმალური თავისუფლება. რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა ან რა არ უნდა გააკეთოს, ეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია“,- განაცხადა ელჩმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით