სასამართლომ წალენჯიხაში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული 3 პირიდან 2-ს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხაში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული 3 პირიდან 2 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მესამე პირის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემით შემოიფარგლა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მათივე თქმით, ბრალდებულებს ძალადობის კვალი ეტყობათ.

„პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზით სისხლის სამართლებრივი წესი დაკავებული იყო 3 პირი , 4 პირი კი ადმინისტრაციული წესით. დაცვის მხარის არგუმენტი პროცესზე იყო ის, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ანუ მათი დაკავება იყო არაობიექტური მოცემულობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაკავების მომენტში ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას - არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რისი კვალიც დაკავებულებს ეტყობათ, მათ დაზიანებები აქვთ. ჩვენ ვითხოვდით გირაოს გამოყენებას, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მიიღო აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა, წინასწარი პატიმრობის სახით. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის უსამართლო. ამ საქმის მოცემულობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ არსებითი განხილვისას დადგება საპირისპირო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო კიდევ 4 მოქალაქე. ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, ინციდენტი წალენჯიხის ცენტრში 6 ივნისს, გვიან ღამით მოხდა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით