ლევან ხაბეიშვილი - ჩვენთან გასაერთიანებლად არავინ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ ვთქვი, რომ უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია და უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის

ჩვენთან გასაერთიანებლად არავინ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ ვთქვი, რომ უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია და უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანების შესახებ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პროდასავლური პარტიების გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში კოალიციური მთავრობა შეიქმნას.

„ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების ფორმულაა. მე სხვა პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ. ჩვენთან გასაერთიანებლად არავინ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ ვთქვი, რომ უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია და უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის. ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას გულისხმობს და არა იმას, რომ ოპოზიციამ კოალიცია შექმნას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პროდასავლური პარტიების გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში კოალიციური მთავრობა შევქმნათ.

„ჩვენ პოზიციას ვინარჩუნებთ. ვთვლით, რომ დასამარცხებელია რუსული რეჟიმი და ამ ქვეყანაში პრობლემა ბიძინა ივანიშვილია. მისი კრიმინალური რეჟიმი უზრუნველყოფს, რომ იქნებ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ჩვენი შეთავაზება ისევ იგივეა - ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ასეთი თანამშრომლობები სხვადასხვა მიმართულებით არსებობდა. მაგალითად, ასეთია სასამართლო მიმართულებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, ქოლ-ცენტრების კომისია, 7-8 მარტი და რუსულ კანონთან დაკავშირებული ამბები. ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებლიანი ოპოზიცია თვლის, რომ ქვეყანაში პრობლემა „ქართული ოცნებაა“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძლიერი, პროდასავლური ოპოზიცია არსებობდეს. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით