ანტიკორუფციული ბიურო რაჟდენ კუპრაშვილისა და შალვა პაპუაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიუროს მიერ განხორციელებულ მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწასა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს.

რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური აქტიურად იმუშავებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნაზე და ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებში დეკლარაციის შევსების უნარ-ჩვევების ამაღლების პროცესს, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. შალვა პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა პარლამენტის როლზე „გრეკოს" რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს პარლამენტსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება