ირაკლი კობახიძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე - კონკრეტიკა სადაა? გვითხრას მაგალითი, სადაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო, რაც არ გავაკეთეთ? - ვერ გვეტყვის

კონკრეტიკა სადაა? გვითხრას მაგალითი, სადაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგალითად საარჩევნო რეფორმა, რა უნდა გაკეთებულიყო, რაც არ გავაკეთეთ? ვერ გვეტყვის, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტარის მარინა კალიურანდის განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის ამბობს, რომ რეკომენდაციების განხორციელების ნაწილში, პროგრესი ზედაპირული ჩანს და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხრიდან აღიქმება გულწრფელი სურვილის ნაკლებობა ჭეშმარიტად ჩართოს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციები ხშირად არის უსაფუძვლო და შესაბამისად, მათთვის არ არის განმსაზღვრელი.

„ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები თვითონ გვეუბნებიან, რომ მაინცდამაინც ყურადღება მისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, იმიტომ, რომ ხშირად ხდება ევროპარლამენტში ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღება, რომლებიც რეალურად არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს და არის სრულიად უსაფუძვლო. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ითხოვს სააკაშვილისა და გვარამიას, ორი კრიმინალის, გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ჩვენთვის ბუნებრივია ვერანაირი ფასი ვერ ექნება ასეთ რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ვერავითარ შემთხვევაში, ვერ იქნება განმსაზღვრელი ევროპარლამენტის რეზოლუციები, ჩვენთვის არის განმსაზღვრელი 12 პუნქტი და ის კანონები, რომლებიც იყო მისაღები. ყველა მიმართულებით რეფორმები განვახორციელეთ, სრულდება მუშაობა, ივნისის ბოლომდეა დრო. აქედან გამომდინარე, არამხოლოდ ნება არის, არამედ ეს ნება არის სათანადო ქმედებებში გამოხატული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა