გიგი წერეთელი - ჯანდაცვის რეგულირების კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები სუბიექტური გადაწყვეტილებების, პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორებისა და კორუფციის საფრთხეებს გაზრდის

ჯანდაცვის რეგულირების კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები სუბიექტური გადაწყვეტილებების, პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორებისა და კორუფციის საფრთხეებს გაზრდის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჯანდაცვის რეგულირების კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ცვლილებები, განსაკუთრებით კი მისი დაჩქარებულად მიღება, არასწორია და ყველა არასაჭირო დამატებითი კონტროლის მექანიზმი რეპრესიულ მანქანას ქმნის.

„ეს ძალიან სენსიტიური სფეროა. ნებისმიერ დროს, როცა მოგინდება, შეხვიდე და გააჩერო მუშაობა, რამხელა ჯარიმაც გინდა, იმხელა დააკისრო, ასევე, სასამართლოს ამოღება ამ ციკლიდან, არასწორია. სასამართლო, მიუხედავად მის მიმართ არსებული პრეტენზიებისა, მაინც გარკვეული ფილტრია იმისთვის, რომ როგორც მოუნდებათ, ისე არ ხდებოდეს ყოველთვის შესვლა. მითუმეტეს, რომ ეს უფლება წელიწადში ერთხელ ისედაც აქვთ, რაზეც სასამართლოს უარი არასდროს უთქვამს.

მიგვაჩნია, რომ თუ ეს კანონმდებლობა ამ სახით მიიღება, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იქნება, რომ გაზარდონ წნეხი სექტორზე, იყოს კონტროლი ამ სფეროშიც, რაც გაზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების, პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ანგარიშსწორებისა და კორუფციის საფრთხეებს. ვფიქრობ, რომ ეს თავად კლინიკებისთვისა და სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუღებელია და ალბათ მათ რეაქციებსაც ვიხილავთ.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უარს ამბობენ ამ კანონის დაჩქარებულ განხილვაზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მთლიანობაში ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიუღებელია. სრულიად შეუსაბამოა იმ განცხადებებისა, რომ თითქოს ხარისხის გასაუმჯობესებლად ან ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კეთდება, ეს არის ტყუილი. ეს იმის გამო ხდება, რომ გაიზარდოს ზეწოლა ამ სექტორზე და შეიქმნას დამაშინებელი რეპრესიული მექანიზმი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარული ქვეყნების კანონმდებლობებისთვისაა დამახასიათებელი,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება