იაგო ხვიჩია - ევროპულ პერსპექტივას აზიანებს ყველაფერი, რასაც 12 პუნქტის ფარგლებში აქამდე ვაკეთებდით: ძირითადად ხელისუფლება და არც ოპოზიცია ჩამორჩებოდა - დისკუსია დეოლიგარქიზაციის პუნქტზე განსაკუთრებით ვეღარაფერს დააზიანებს

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ებრძვიან თავიანთი კანონებით, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხვიჩია, ასევე, გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, იმის თაობაზე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებენ, თუ ევროკომისია მოთხოვნებიდან დეოლიგარქიზაციის პუნქტს ამოიღებს.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პარტნიორებს ასე არ ელაპაკებიან საჯაროდ, თუ მიზანი სიტუაციის ხელოვნური გამწვავება არ არის.

"მე არასდროს მომწონდა ეს პუნქტი, რადგან თუ ერთმანეთს ოლიგარქებად გამოვაცხადებთ, ეს დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობდა, თუმცა, ეს ტონალობა, რომ "ამოიღე დეოლიგარქიზაცია და მე ამას ვიზამ", ჩემი აზრით, ეს არ არის საჯაროდ გასარჩევი საკითხი. ეს არის სალაპარაკო საკითხი, თუ ვიღაცას პარტნიორად მიიჩნევ და უბრალოდ, არ ცდილობ ხელოვნურად გაამწვავო სიტუაცია, რომ მერე უარი გითხრან.

თუ ეს კანონი ვინმეს არ აწყობს, ჩემი აზრით, არ აწყობს "ქართულ ოცნებას", რადგან მოვა დრო და მის მიმართ მოითხოვენ ამის გავრცელებას. ჩემი აზრით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს, თავიდანვე უნდა ეთქვა ოპოზიციას, რომ ეს არავის სჭირდება. ჩვენზე სამწუხაროდ, არ ვრცელდება ეს კანონი, ნეტა გვქონდეს იმდენი ფული ჩვენზე ვრცელდებოდეს, ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყოდით, სინამდვილეში თუ ვინმეზე ვრცელდება, ეს არის "ქართული ოცნება" და მეორე "ნაციონალური მოძრაობა". ისინი ერთმანეთს ებრძვიან თავიანთი კანონებით, ერთს ერთი კანონი ჰქონდა, მეორეს - მეორე და მე ეს თემა ნაკლებად მაინტერესებს. გინდა ერთი მიუღიათ, გინდა მეორე, საბოლოო ჯამში, თვითონ გაასამართლებენ ერთმანეთს.

რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, მას აზიანებს ყველაფერი, რასაც 12 პუნქტის ფარგლებში ჩვენ აქამდე ვაკეთებდით, ძირითადად ხელისუფლება და არც ოპოზიცია იყო ჩამორჩენილი ამ ამბავში. ეს დისკუსია დეოლიგარქიზაციის პუნქტზე განსაკუთრებით ვეღარაფერს დააზიანებს, რადგან უკვე დაზიანებულია, სამწუხაროდ", - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა