სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ მედიას - ყოველთვის მზად ვიყავი უკრაინაში ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ - თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე

ყოველთვის მზად ვიყავი უკრაინაში ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან „უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ ჩასულა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაშინ, როდესაც იქ ბევრი დასავლელი ლიდერი იმყოფებოდა სოლიდარობის გამოსახატავად.

ამასთან, კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ მიიწვია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის“.

„ასე რომ, გარკვეულწილად, მე ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, მიიღო თუ არა მიწვევა, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არა. „ვფიქრობ, ჯერ არ არის ორგანიზებული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით