იუსტიციის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაში მონაწილეობს

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით იუსტიციის სამინისტროში არსებულ პროგრესზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა გაერო-ს „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციის მე-16 სესიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის პრინციპების მნიშვნელობას და შშმ პირთათვის გამარტივებული ინფორმაციისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება.

„აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვა 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტი საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით შემუშავდა, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ თემის წარმომადგენლები.

კონფერენციაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის თავმჯდომარე გერტრუდა ოფორივა ფეფოამიდასთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს