საია-ს თავმჯდომარე - კურიერი, რომელმაც Tik-Tok-ზე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ მწვავე პროტესტი გამოხატა, სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

კურიერი, რომელმაც პლატფორმა Tik-Tok-ზე განთავსებული ვიდეოს მეშვეობით თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ მწვავე პროტესტი გამოხატა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აქვეყნებს.

როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით წარმოებულ საქმეებში „სახიფათო ტენდენციები” იკვეთება.

„დღეს საია-მ გამართა ფორუმი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და მისი გამოყენების პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები შევაჯამეთ. ძველ, ყველასთვის კარგად ცნობილ პრობლემებთან ერთად, გამოვკვეთეთ ახალი, სახიფათო ტენდენციებიც. ასეთია მაგალითად, ონლაინ სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო ადმინისტრაციული დაკავება და პირის სამართალდამრღვევად ცნობა. ამ პრობლემის საილუსტრაციოდ ეს საქმე გამოდგება: თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ვიდეო ამ სათაურით იყო - „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ. პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ“,- წერს ნონა ქურდოვანიძე „ფეიბუქზე“.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით