გიორგი ვაშაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი „ქართული ოცნების“ ტოტალური გავლენის ქვეშ არ მოექცეს და ფინანსური სექტორის სანქცირება არ მოხდეს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი „ქართული ოცნების“ ტოტალური გავლენის ქვეშ არ მოექცეს და ფინანსური სექტორის სანქცირება არ მოხდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მთავარ განსახილველ საკითხს საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული მძიმე ვითარება წარმოადგენდა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ეროვნული ბანკის კონტროლისთვის, რაც ფინანსურ სექტორს საერთაშორისო სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.

„ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც რუსული სანქციების გვერდის ავლის მექანიზმს არ ტოვებდა აქამდე, ეს არის ეროვნული ბანკი, რომელზეც ტოტალური შეტევა დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი არ მოექცეს „ქართული ოცნების“ ტოტალური გავლენის ქვეშ და არ მოხდეს ფინანსური სექტორის სანქცირება. თუ ეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ყველა, ტოტალურად გავღარიბდებით, მოხდება ეკონომიკაში დეფოლტი. სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ „ქართული ოცნების“ მავნებლობები, ფულის კეთება რომ უნდათ რუსეთიდან, ავირიდოთ თავიდან, რომ ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს ზიანი არ მოგვაყენოს ამ საკითხებმა. ძალიან დეტალურად აკვირდება ამას სავალუტო ფონდი და განცხადებებშიც გამოჩნდა ეს ყველაფერი. მთავარია ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, ივანიშვილის, კობახიძისა და ღარიბაშვილის გამდიდრება გააღარიბებს ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი იყოს სტაბილური, რომ ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, მთლად არ გაკოტრდნენ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით