„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს და კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვს

„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს და მოითხოვს, „შეჩერდეს წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა, სანამ კანონპროექტი დარგის სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით არ შემუშავდება“.

როგორც ა(ა)იპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს.

„ა(ა)იპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ - აკადემიური საზოგადოების, ექსპერტების, მწარმოებლების, სააფთიაქო და სადისტრიბუციო ქსელების, დარგის სხვა წარმომადგენლების წამყვანი ასოციაცია - საქართველოს კანონში ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება.

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლებამოსილება გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა მოსამართლის ბრძანების გარეშე.

აღნიშნული ცვლილებებით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა საშუალება, თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთებისა და დათქმების გარეშე განახორციელოს მეწარმის საქმიანობის კონტროლი ნებისმიერი, მისთვის სასურველი სიხშირითა და მოცულობით, რაც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების შესაძლებლობას.

დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო, 24 საათის განმავლობაში, შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. ამავდროულად, შუამდგომლობის წარდგენისას, მაკონტროლებელმა უნდა დაასაბუთოს შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

ა(ა)იპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია”, დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს ნეგატიურად და მოითხოვს შეჩერდეს წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა, სანამ არ მოხდება კანონპროექტის შემუშავება დარგის სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით“,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით