თორნიკე გორდაძე აშშ-ში შეხვედრებზე - საუბარი შეეხო რისკებს, რომ დასავლეთი ნელ-ნელა კარგავს საქართველოს და იმის აუცილებლობას, რომ უნდა შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოში, რომელიც შემაწუხებელ პროპორციებს იღებს

ატლანტიკურ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ რისკებს, რომ დასავლეთი ნელ-ნელა კარგავს საქართველოს. ამაზე სერიოზული წუხილი იყო გამოთქმული, - ამის შესახებ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა, თორნიკე გორდაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატის, კონგრესისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ექსპერტების მხრიდან ხაზი გაესვა, ასევე, საქართველოში რუსული გავლენების შემცირებას.

„საუბარი ეხებოდა სიტუაციას, რომელიც შეიქმნა საქართველოში და იმ რისკებს, რომ დასავლეთი ნელ-ნელა კარგავს საქართველოს. ამაზე სერიოზული წუხილი იყო გამოთქმული. აგრეთვე ხაზი გაესვა იმის აუცილებლობას, რომ დღევანდელი სიტუაცია პოზიტიურად შეიცვალოს, რომ რაც შეიძლება შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოში, რომელიც ძალიან შემაწუხებელ პროპორციებს იღებს. ხაზი გაესვა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის აუცილებლობას და ასევე, ისეთი სიტუაციის შექმნას, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს,“ - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.

ცნობისთვის, სენატის, კონგრესისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრას, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები - გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ესწრებოდნენ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება